ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება აღნიშნეს.
„მომავალი ჩვენია“,- სწორედ ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანდნენ მოსწავლეები და შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს. მოსწავლეებმა მიწვეული სტუმრების წინაშე თავიანთი მრავალმხრივი შემოქმედება წარადგინეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მშობელთა ჩართულობაც მაღალი იყო.
მოსწავლეებმა მანტიები მოირგეს, პირველ დამრიგებელს მადლობა გადაუხადეს და დაემშვიდობნენ.
ზეიმი ლექსებით ორბელის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა, მომავალმა პირველკლასელებმა დაასრულეს.
„მადლობა სკოლის დირექციას, მშობლებს, მუსიკის მასწავლებელს მაკა გურგუჩიანს, გაწეული შრომისთვის. მადლობა თქვენ, ჩემი ბუდიდან აფრენილო მერცხლებო, მეამაყება,რომ თქვენი დამრიგებელი ვიყავი. მიყვარხართ უსაზღვროდ, თქვენ საქართველოს საამაყო მომავალი ხართ“,- წერს კლასის დამრიგებელი.
იხილეთ ფოტოები: