ფიროსმანის საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა ცოდნის დღესასწაული და ემოციური გამომშვიდობება პირველ მასწავლებელთან 
18-06-2024

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა წარმატებული და ნაყოფიერი ოთხი წელიწადი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

15 ივნისს, სკოლაში გაიმართა IV კლასის გამოსაშვები ღონისძიება. მოსწავლეებმა განვლილი ოთხი წელი შეაჯამეს, ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინეს და დამრიგებელს, რომელმაც ძალ-ღონე არ დაიშურა და მოწაფეებს ხარისხიანი განათლება მისცა, სიამაყის საფუძველი მისცეს. მოსწავლეებმა პედაგოგს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. მასწავლებელმა კი ბავშვებს გზა დაულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა.

კლასის ხელმძღვანელმა ბავშვებს სიტყვით მიმართა:

„რთული ყოფილა ოთხწლიანი ერთად ყოფნის შემდეგ, იმის გააზრება, რომ ნაცნობი სახეები, ძვირფასები, გაზრდილები, აღზრდილები და რაღაცნაირად, შენიანები კლასში აღარ დაგხვდებიან. ეს ცოტა დამთრგუნველია. თქვენ ხომ ერთად შესაძლებლობების აღმოჩენის და გამოვლენის, გამბედაობის, მცდელობების და გამოწვევების დაძლევის 4 წელი გაატარეთ! ბევრი ბედნიერი ღიმილით დატვირთული. ამ ოთხმა წელმა ბევრ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევასთან ერთად, მასწავლებელსაც და მოსწავლეებსაც გაგვაცნობიერებინა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა!“,- ამ სიტყვებით მიმართა პედაგოგმა ბავშვებს და დიდი სიყვარულით გამოემშვიდობა. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203