„ცნობიერების ამაღლება აქტუალურ საკითხებზე“ - ნოღის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო და ინფორმაციული პროექტი 
18-06-2024
აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სხვადასხვა მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით ცნონიერების ამაღლების მიზნით, არაერთი აქტივობა განხორციელდა.

მათ შორის იყო პროექტი, რომლის თემა - „ცნობიერების ამაღლება აქტუალურ საკითხებზე“ გახლდათ. აღნიშნული პროექტი სკოლაში, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა - თამუნა ქორიძემ ჩაატარა.

პროექტში მონაწილეობდნენ V-VI კლასების მოსწავლეები. მათ პრეზენტაციის სახით, სკოლაში წარადგინეს სხვადასხვა თემა:

  • საზოგადოებაში მოქცევის წესები - ანამარია ძნელაძე;
  • როგორ გავუფრთხილდეთ პლანეტას - მარიამ ხუნწარია;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესი - გიორგი შანიძე, ანდრია ძნელაძე;
  • წიგნი თუ კომპიუტერი? - ანანო ბოცვაძე;
  • ბულინგი - ბარბარე გრიგოლია.
მათ საინტერესოდ ისაუბრეს, მოძიებული ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.

ეს დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო თითოეული მოსწავლისთვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203