აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას, ასევე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უანარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურებოდა.
მათ შორის აღსანიშნავია ვაჟა-ფშაველასადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო.
მე-5 კლასელებმა ნაწყვეტები წარმოადგინეს „შვლის ნუკრის ნაამბობიდან“, წაიკითხეს დიდ მგოსნის ულამაზესი ლექსები.
მე-6 კლასელმა მოსწავლეებმა წაიკითხეს მონაკვეთები მოთხრობიდან „ია“.
ლიტერატურულ საღამოზე ვიდეორგოლით იყო გაშუქებული მწერლის ცხოვრება და შემოქმედება, მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები.
საღამო მრავალფეროვანი და შემეცნებითი ხასიათის იყო.
ღონისძიების მონაწილეებს სხვადასხვა ნომინაციაში სერტიფიკატები გადაეცათ, რამაც ძალიან გაახარა ისინი.
ვაჟა-ფშაველას ლიტერატურული საღამო იყო 2023-2024 სასწავლო წლის დასკვნითი ღონისძიება, რომელსაც პედაგოგი მაია ლორია ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: