ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი საინტერესო და შემოქმედებითი ღონისძიებით შეჯამდა.
ღონისძიებაში, რომელიც საინტერესო და მრავალფეროვანი ნომრებით იყო დატვირთული ყველა საფეხურის მოსწავლე მონაწილეობდა. მათი ხელმძღვანელი ხათუნა ბერძენაძე გახლდათ.
ბავშვებმა ღონისძიებაზე, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ეს დღე შთამბეჭდავი, სახალისო და ემოციური იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ფოტოები: