მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა მორიგი სპორტული წარმატება 
18-06-2024

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლამ 2023-2024 სასწავლო წელი  სასიამოვნო სიახლით დააგვირგვინა. სკოლაში მოსწავლეთა მორიგი წარმატება იზეიმეს

14 ივნისს დაბა ლენტეხში, ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის ლენტეხის ოლიმპიური მომზადების ცენტრის სტადიონზე სპორტის დამსახურებული ოსტატის, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონის ქართულ ჭიდაობაში, გერასიმე ქურასბედიანის სახელობის ღია ტურნირი გაიმართა.

შეჯიბრში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლების გაერთიანებაში შემავალი ჭიდაობის სექციის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მელეს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეს ტექნიკური მოჭიდავის თასი წილად ხვდა. ასევე, I ადგილის მფლობელები გახდნენ მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები თავიანთი წონის კატეგორიაში:

ლელი ავალიანი (მე-8 კლასი);

გიორგი ავალიანი (მე-5 კლასი).

სკოლის მასწავლებლები და დირექცია ბავშვებს გამარჯვებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მიღწევებს მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203