ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობებით იყო გაჯერებული.
მათ შორის გახლდათ სასკოლო აქტივობა სახელწოდებით, „საქართველოო ლამაზო“, რომელიც სკოლაში განხორციელდა.
მოსწავლეებმა სცენაზე „გააცოცხლეს“ ლიტერატურული პერსონაჟები ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიიდან „ბედი ქართლისა“, ასევე ფილმიდან „ექვთიმე ღვთისკაცი“. ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები - ია ჯიბლაძე და ფიქრია ბადრიშვილი.
ეს დღე ძალიან საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული იყო.
იხილეთ ვიდეო