მრავალფეროვანი აქტივობები მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის - საბუეს საჯარო სკოლა საინტერესო ინიციატივას შეუერთდა 
18-06-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში მასწავლებლის როლს განსაკუთრებით აფასებენ, ზრუნავენ მათ განწყობასა და მოტივაციაზე. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლა შეუერთდა საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ ინიცირებულ კამპანიას, რომელიც გამოკვეთს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და მისი როლის მნიშვნელობას.

ამასთან დაკავშირებით სკოლაში ჩატარდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები და აქტივობები, კერძოდ:

  • ესეების და ნახატების კონკურსი - „მე და ჩემი მასწავლებელი“;
  • ვიდეომიმართვა - „მე რომ მასწავლებელი ვიყო“;
  • „წერილი მასწავლებელს“;
  • „სურვილების დაფა“;
  • „სახალისო გაკვეთილები“.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში შექმნილია საგამოფენო კუთხე, სადაც განთავსდა ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობების ამსახველი მასალები. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203