ქუთაისის N16 სკოლის მოსწავლეებს ვიზუალური პროგრამირების პროექტში გამარჯვებისთვის საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ
18-06-2024

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის მანძილზე, პედაგოგების მხარდაჭერით, არაერთ საინტერესო პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან.

მათ შორის იყო გლობალური პროექტი - „კოდის ერთი საათი“.

აღსანიშნავია, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილებზე, პროექტი „კოდის ერთი საათის“ ფარგლებში, სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებს: მარიამ ცირეკიძეს, ანასტასია ფხაკაძეს, ქეთი ჩუბინიძეს და ბარბარე ლომთაძეს ვიზუალური პროგრამირების პროექტ code.org-ში გამარჯვებისათვის საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ.

მოსწავლეთა პედაგოგი ზურა ხაკიანი გახლავთ.

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ და მათ მომავალში კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებენ.

„წარმატებები დაუღალავ ზურა მასწავლებელს და მის ნიჭიერ მოსწავლეებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203