ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დასასრულს არაერთი შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა, მათ შორის კი, დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მეორეკლასელების ზეიმი.
მეორეკლასელებმა პირველკლასელები არდადეგებზე მრავალფეროვანი ღონისძიებით გააცილეს, მრავალფეროვანი სანახაობა მოაწყვეს და მართთვის სკოლაში გატარებული პირველი წელი მეტად დაუვიწყარი გახადეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება პირველი და მეორე კლასის დამრიგებლის, ზეინაბ თუთბერიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
დღე ემოციებით დატვირთული, შთაბეჭდილებებით აღსავსე და დაუვიწყარი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: