„იზრდება საბაზო ხელფასი“ - მახარაშვილმა დამრიგებლობის დანამატზე განმარტება გააკეთა
18-06-2024

„ყველა მასწავლებელი გვეუბნებოდა, საბაზო ხელფასი გაზარდეთო... სტატუსის დანამატმა უნდა იარსებოს კონკრეტული ფუნქციის შესასრულებლად, მაგრამ მთავარი წილი უნდა მოვიდეს რასაც საკლასო ოთახში აკეთებს პედაგოგი“, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა და დასძინა: „მთელი ჩვენი გარჯა იქით უნდა იყოს მიმართული, რაც შეიძლება ხარისხიანი გაკვეთილი ჩაატაროს მასწავლებელმა და არ იყოს ორიენტირებული, მოემზადოს გამოცდისთვის, დაადასტუროს კომპეტენცია... და ხშირად ეს მხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ მაღალი ხელფასი აეღო პედაგოგს“.

„სრული დატვირთვა 15 საათი იქნება, სტატუსების მიხედვით პედაგოგები განსხვავებულ ანაზღაურებას მიიღებენ“

მახარაშვილმა ასევე განმარტა, რომ საბაზო ხელფასი არის დაბალი, რომელსაც სტატუსის დანამატი 2-3-4-ჯერ აღემატებოდა, რაც იწვევდა რიგ გაუგებრობას, თუყმცა პირველი ივლისიდან ეს მოცემულობა შეიცვლება: „1-ელი ივლისიდან ჩატარებული საათები იქნება ძირითად მდგენელი ანაზღაურების... მინდა ხაზი გავუსვა - მინიმუმ 200 ლარი ემატება ყველა მასწავლებელს, საათების მიუხედავად“.

„სქემა ჩერდება - სტატუსები რჩება“ - განათლების მინისტრი დეტალებზე

მინისტრის მოადგილემ დამრიგებლობის ანაზღაურებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ „ყველა საკითხს ვერ მოერივნენ“:

„270 მლნ-ით მეტი ბიუჯეტი იხარჯება წლის განმავლობაში... ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდაა და აქედან გამომდინარე, ყველა საკითხს ვერ მოვერიეთ, თუმცა სკოლების ადმინისტრაციაში გვყავდა ისეთი ტექპერსონალი, ვისაც ჰქონდა დაბალი ანაზღაურება - 150-160 ლარიანი ხელფასის შემთხვევაში, ვეცადეთ მინიმუმ 300 ლარამდე მომხდარიყო ზრდა“. 

სახელფასო ფორმულა ცნობილია - სტაჟის, საგაკვეთილო საათების, აკადემიური ხარისხისა და სტატუსის მიხედვით ემატებათ პედაგოგებს ანაზღაურება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203