გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები იმართებოდა.
მათ შორის გახლდათ საინტერესო დასკვნითი გაკვეთილი საგანში - „ჩვენი საქართველო“, რომელიც მე-6 კლასში ჩატარდა.
გაკვეთილს სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის წევრები და „ჩვენი საქართველოს“ მასწავლებლები: ქეთევან ინდუაშვილი და სალომე გვირჯიშვილი ხელმძღვანელობდნენ.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილი ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა დაათვალიერეს ორი წლის მანძილზე შესწავლილი საქართველოს კუთხეებისთვის დამახასიათებელი ნაგებობები. მათ, ასევე წარადგინეს პროექტები საქართველოს კუთხეებზე, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა იმედი გამოთქვეს, რომ კვლავაც გაგრძელდება ასეთი საინტერესო გაკვეთილები.
იხილეთ ვიდეო: