გუმათის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
18-06-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლაში, შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობებით გაჯერებული სასწავლო წელი, საინტერესო ექსკურსიით დასრულდა. 

13 ივნისს, მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ სამცხე - ჯავახეთში.

ვიზიტორებმა მოინახულეს მწვანე მონასტერი, რაბათის ციხე და საფარას მონასტერი.

როგორც სკოლაში გვოყვებიან, ექსკურსიამ დიდი ემოცია გამოიწვია სასკოლო საზოგადოებაზე, მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები ამაღლებული განწყობითა და შთაბეჭდილებით დაბრუნდნენ შინ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203