კონსტანტინე ამირაჯიბის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები ჩატარდა.
სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლის ხელმძღვანელი მარინე მჭედლიშვილი გახდა.
მარინე მჭედლიშვილი, როგორც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ავლევის საჯარო სკოლას აქამდეც მართავდა, ახლა კი, დირექტორის რანგში განაგრძობს მოვალეობის შესრულებას.
აღსანიშნავია, რომ ის სკოლას 6 წლის ვადით უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს დირექტორის არჩევნები, სამეურვეო საბჭო კენჭისყრით ირჩევს სასურველ კანდიდატს.
სამეურვეო საბჭო კი შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული ერთი წევრისგან.