ელჟურნალში პაროლის შეცვლის ინსტრუქცია - 2024
18-06-2024

უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, ელექტრონულ ჟურნალში შესვლისთვის პედაგოგების უმეტესობას სისტემა პაროლის შეცვლას სთხოვს. როგორ უნდა შეცვალონ პაროლი პედაგოგებმა - აღნიშნულ საკითხზე დეტალურ ინსტრუქციას გთავაზობთ.

მომხმარებლის პაროლის შესაცვლელად შევდივართ https://email.mes.gov.ge/ ბმულზე და ვირჩევთ ელექტრონულ ფოსტაზე შესვლას.

ვწერთ მომხმარებლის სახელს (მაგ: მასწავლებლის შემთხვევაში მომხმარებლის სახელი ბოლოვდება @teachers.gov.ge-ით, მოსწავლის შემთხვევაში - @students.gov.ge) ვაჭერთ ღილაკი Next და ვწერთ არსებულ პაროლს, შემდეგ ვირჩევთ ღილაკს „Sign in”.

ამის შემდეგ თქვენ უნდა განაახლოთ პაროლი. გამოსულ ფანჯარაში პირველ ველში უნდა ჩაწეროთ არსებული პაროლი, შემდეგ ორ ფანჯარაში კი თქვენ მიერ მოფიქრებული ახალი პაროლი.
გაითვალისწინეთ- ახალი პაროლი უნდა შეიცავდეს აუცილებლად დიდ და პატარა ასოებს, ასევე ციფრს/ ციფრებს და სიმბოლოებს (მაგ: %#^&*@). პაროლი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 8 სიმბოლოსგან.

ახალი პაროლის დაყენების შემდეგ, ერთჯერადი კოდით უნდა დაადასტუროთ პაროლის ცვლილება. ამისათვის, უნდა აირჩიოთ ორი ვარიანტიდან ერთი:

ერთჯერადი კოდის მიღება sms-ის სახით;
ერთჯერადი კოდის მიღება სატელეფონო ზარის მეშვეობით.

დამატებითი დეტალებისთვის გადადით ბულზე


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203