შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომანაურის საჯარო სკოლიდან საბაზო საფეხურის ერთადერთი კურსდამთავრებული ნინი ზოიძე ღონისძიებით გააცილეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლა საბაზოა, ამიტომ მე-9 კლასელი სწავლას სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში განაგრძობს.
მოსწავლემ აღნიშნულ დღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენა და საყვარელ მასწავლებლებს მისთვის გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.
დირექციამ და პედაგოგებმა მას ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.
ეს დღე ძალიან ემოციური და დაუვიწყარი იყო.
იხილეთ ფოტოები: