ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები მთელი სასწავლო წლის მანძილზე აქტიურად ერთვებოდნენ საგანმანათლებლო ინიციატივებში და თავიანთ უნარებს ფართო საზოგადოებას აცნობდნენ.
მათ შორის აღსანიშნავია, XIბ კლასის მოსწავლე ლიზი ცირეკიძის წარმატება.
ლიზი მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მიერ გამართულ კონკურში - „ვწერ თავისუფალ თემას“.
კონკურსი, რომელიც განკუთვნილია X-XII კლასის მოსწავლეთათვის, საქართველოს მასშტაბით ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების გამოვლენასა და მათი პოტენციალის წარმოჩენას ემსახურება.
ლიზის ნამუშევარი მოხვდა 22 საუკეთესოთა შორის და წარმატებული მონაწილეობისათვის გადაეცა სერტიფიკატი როგორც მას, ასევე სკოლას.
აგრეთვე მისი ნაშრომი დაიბეჭდება 2024 წლის კონკურსში გამარჯვებულ და გამორჩეულ ავტორთა თხზულებებთა კრებულში.
მოსწავლის წარმატებით განსაკუთრებით ამაყია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და XIბ კლასის დამრიგებელი - ფიქრია მაჩიტიძე.
„ვულოცავთ ლიზის ამ წარმატებას და მომავალშიც დიდ გამარჯვებებს ვუსურვებთ“, - ამ სიტყვებით ულოცავენ ლიზის მიღწეულ შედეგს და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტო: