ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა ოლიმპიადასა და პროექტში დიდი მონდომებით ერთვებოდნენ, სადაც წარმატებას აღწევდნენ.
16 ივნისს, ეკონომიკის ოლიმპიადის სკოლის რაუნდში გამარჯვებულმა, ბენარის საჯარო სკოლის მოსწავლეები: ბექა მღებრიშვილი, მათე გაბრიჩიძე და თამუნა გიგოლაშვილი ეკონომიკის ოლიმპიადის ეროვნული რაუნდში მონაწილეობდნენ.
ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის მათ სერტიფიკატები და პრიზები გადაეცათ.
მოსწავლეთა კოორდინატორი მასწავლებელი ნინო ფორჩხიძე, დაჯილდოვდა სერტიფიკატით, რომელიც ადასტურებს, რომ მისმა მოსწავლეებმა წარმატებით გაიარეს ადგილობრივი რაუნდები.
ბენარის საჯარო სკოლა მათ მიღწევას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს მომავალში.
იხილეთ ფოტოები: