წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შთამბეჭდავი აქტივობებით იყო გაჯერებული, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა 1 ივნისი.
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საჯარო სკოლაში საბავშვო დიდი დღესასწაული გაიმართა - ემოციებით დატვირთული, ხალისიანი და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო დღე.
დღესასწაული მეტად დასამახსოვრებელი გახადა ანიმატორებმა, რომლებმაც სკოლის ეზოში ზრაპრული სანახაობა მოაწყვეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეების განწყობაზე განსაკუთრებით ზრუნავენ და ცდილობენ, რომ მათთვის სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვანი იყოს, სწორედ ამას მოწმობს მთელი სასწავლო წლის მანძილზე ცატარებული აქტივობები თუ წარმოდგენები მიქავას თემის N2 საჯარო სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: