ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებას იწყებს
18-06-2024

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებას იწყებს. თითოეული პროგრამა სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული.   

მსურველებს საშუალება აქვთ დარეგისტრირდენენ შემდეგ პროგრამებზე:

სისტემური ადმინისტრირება;

თუ გსურს გახდე უსაფრთხოებაზე ორიენტირებული sysadmin -ი და უბრალო მომხმარებლიდან დაწინაურდე სისტემურ ადმინისტრატორამდე, მაშინ ეს კურსი შენთვისაა!
დღეს ყველას შეუძლია Windows- ის ინსტალაცია, რაც საკმარისი არ არის სერიოზულ კომპანიაში სამუშაოს მისაღებად. კუსრსის ფარგლებში დეტალურად გაეცნობით კომპიუტერის ნაწილებს და მათ მუშაობას, დრაივერებს, ოპერაციულ სისტემებსა და მათ დაცვას, ფაილების სისტემებს, ფაილების აღდგენას, RAID მასივებს და მათ უსაფრთხოებას, ვირტუალიზაციას და უამრავ საინტერესო მასალას! ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა უსაფრთხოებას.

ადრეული განათლების სპეციალისტი;

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა : სრული ზოგადი განათლება და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესში მონაწილედ მუშაობის არანაკლებ ექვსი თვის სამუშაო გამოცდილება.

არგონკალური შედუღება და ელექტრონულიშედურება;

ელექტროტექნოლოგია და უსაფრთხოება; ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება;

ვებ-გვერდის შექმნა და მართვა.

კურსის განმავლობაში ისწავლი ვებგვერდის შექმნას ნულიდან. დეტალურად გაეცნობი HTML-ის ძირითადად სტრუქტურას და CSS-ის სტილებს . გაიგებ, როგორ უნდა ააწყო გვერდის სტრუქტურა, როგორ უნდა დაამატო სტილები და ლოგიკა.
კურსის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად შეძლებ ვებგვერდის ვიზუალის აწყობას, რომელიც მორგებული იქნება დესკტოპის, პლანშეტისა და მობილურის რეზოლუციებზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ შემდეგ ნომრეზზე: 598 44 11 13; 574 00 80 80; 0322 249557; 0322 699994;
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203