ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლაში პედაგოგების ღვაწლს, შრომასა და მონდომებას განსაკუთრებით აფასებენ, ზრუნავენ მათი განწყობისა და მოტივაციის ზრდაზე.
კლდის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება ემზადება რიგით მეორე -2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსისათვის.
სკოლაში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის კამპანიის მხარდამჭერი აქტივობები აქტიურად მიმდინარეობდა.
სკოლაში, მასწავლებლის საქმიანობის წარმოჩენის და დაფასების მიზნით, სასკოლო საზოგადოების მონაწილეობით, 12 ივნისს ჩატარდა ღონისძიება თემაზე- „მე და ჩემი მასწავლებელი“ და „ერთი დღე ჩემს მასწავლებელთან ერთად“.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მეხუთე, მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები.
იხილეთ ფოტოები: