„გახსოვდეთ, თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ, გვეიმედებით“ - ჩამდურის საჯარო სკოლიდან საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები ღონისძიებით გააცილეს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლიდან საბაზო საფეხურის მოსწავლეები დიდი სიყვარულით გააცილეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლა საბაზოა, სწორედ ამიტომ, მე-9 კლასის დასრულების შედგომ მოსწავლეები სწავლას სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში განაგრძობენ.
ბავშვებმა ღონისძიებაზე სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და საყვარელ მასწავლებლებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
ჩამდურის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს მე-9 კლასელებს საბაზო საფეხურის წარმატებით დამთავრებას, უსურვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს, წინსვლას, ბედნიერ და სიკეთით აღსავსე მომავალს.
„გახსოვდეთ, რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ და გვეიმედებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: