ტურცხის საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო და შემეცნებითი ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილი ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა თამარ დევდარიანმა ჩაატარა.
მასწავლებელმა სამსჯელო თემად „ანა ფრანკი და მეორე მსოფლიო ომი“ აარჩია.
მან მრავალფეროვანი რესურსი და თანამედროვე სწავლების მეთოდები გამოიყენა, რამაც განაპირობა გაკვეთილის მაღალ დონეზე ჩატარება.
გაკვეთილს სკოლის შიდა შეფასების ჯგუფი ესწრებოდა და მათი შეფასებით აღნიშნული გაკვეთილი ხელს უწყობდა, როგორც მოსწავლეების, ისე თავად პედაგოგისა და კოლეგების პროფესიულ განვითარებას.
ტურცხის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის თამარ დევდარიანს და უსურვებს წარმატებებს.
იხილეთ ფოტოები