ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში მთელი სასწავლო წლის მანძილზე ააქტიურად მუშაობდა STEAM კლუბი.
აღსანიშნავია, რომ 15 ივნისს ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაზისო განათლების პროგრამით ჩატარდა STEAM-ის კლუბების მუშაობის შემაჯამებელი ღონისძიება.
პროგრამაში აქტიურად და წარმატებით იმუშავა მატნის N1 საჯარო სკოლის STEAM კლუბმა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებს გადაეცათ სამკერდე ნიშნები და სიგელები. აღსანიშნავია, რომ პროექტის ხელმძღვანელი ნათია ბაღათრიშვილი იყო, მასწავლებელი კი ბელა ზუბაშვილი.
იხილეთ ფოტოები: