წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დასასრულს მრავალფროვანი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება, რომელსაც „ბოლო ზარი“, უწოდეს სკოლაში14 ივნისს გაიმართა და მასში V - IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება გაალამაზა სკოლის თემაზე შექმნილმა ლექსებმა და სიმღერებმა.
ღონისძიების დასასრულს, სკოლის ხელმძღვანელმა და აღმზრდელმა პედაგოგებმა მეცხრეკლასელ მოსწავლეებს, საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულებს გზა დაულოცეს და წარმატებები უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: