პედაგოგის როლი განათლებული და ღირსეული საზოგადოების ფორმირების საქმეში განუზომელია, შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევნის საჯარო სკოლაში მასწავლებლის შრომა და ღვაწლი დაფასებულია.
7 ივნისს, სკოლაში მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და მისი როლის დაფასების მიზნით გაიმართა გამოფენა - „ჩემი მასწავლებელი“.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები: ნახატები, ესე, პრეზენტაცია, მხატვრული ჩანახატები.
სკოლის დირექტორმა სიტყვით მიმართა სასკოლო საზოგადოებას და მასწავლებლის როლზე ესაუბრა.
იხილეთ ფოტოები: