დირექტორებმა პედაგოგები სტატუსზე 20 ივლისამდე უნდა წარადგინონ - სკოლის ხელმძღვანელმა შუამდგომლობით მასწავლებლის სახლს უნდა მიმართოს
„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის" შესაბამისად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წამყვანი/მენტორი მასწავლებლის სტატუსის მსურველთათვის წინადადებების წარდგენის ვადად განსაზღვრულია 2024 წლის 1 ივლისიდან - 19 ივლისის ჩათვლით პერიოდი.
მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია (პორტფოლიო) განთავსებული უნდა იყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემაში (შემდგომში – eschool ან ელექტრონული სისტემა) არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში. როდესაც მასწავლებელი სრულად ატვირთავს და გამოაქვეყნებს თავისი საქმიანობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, მიმართავს სკოლის დირექტორს პრაქტიკული საქმიანობის შეფასების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შუამდგომლობის თაობაზე.
მასწავლებლებს დოკუმენტაციის ატვირთვა შეეძლოთ მთელი წლის განმავლობაში და შეუძლიათ ახლაც, წარდგინების პერიოდის ჩათვლით - პრაქტიკული საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის ელექტრონულ სისტემაში განთავსება და სკოლის მიერ მასწავლებლის წარდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 19 ივლისისა.