მალხაზ შავაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა წარმატებული და ნაყოფიერი ოთხი წელიწადი ღონისძიებით დააგვირგვინეს.
მოსწავლეებმა მე-5 კლასში გადასვლა დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს.
ბავშვებმა ცოდნა შეაჯამეს, პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და მე-4 კლასის წარმატებით დასრულების ნიშნად, სიმბოლურად ჰაერში მაგისტრის ქუდებიც აყარეს.
ღონისძიებას ორგანიზება პედაგოგმა - დალი აბაშიძემ გაუწია, რომელმაც მოსწავლეებს მე-5 კლასში გადასვლა მიულოცა აკაკი წერეთლის სიტყვებით - „მხოლოდ განათლება იყო და არის წყარო ყოველგვარი ხალხის ბედნიერებისა და კეთილდღეობისა“.
პედაგოგმა მოსწავლეებს გზა დაულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
„წარმატებით განვლილი ოთხი წელი! დალოცვილი გზებით გევლოთ, ჩემო პატარა მეგობრებო!“,- დასძინა პედაგოგმა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: