კერძო სკოლა „ჰელიოსში“ 2023-2024 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. პედაგოგებმა მოსწავლეებს მეტად შემეცნებით და სათავგადასავალო სასწავლო პროცესი შესთავაზეს, რაც მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციასა და ცოდნის ხარისხზე აისახა.
„ჰელიოსელთა“ საგანმანათლებლო მოგზაურობიდან აღსანიშნავია ექსპერიმენტებით სწავლება, რომელიც მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევია.
მცენარისთვის სინათლის საჭიროების კვლევისთვის, სკოლა ჰელიოსის III კლასელებმა, ჩაატარეს ექსპერიმენტი - ბოლოკის თესლი დათესეს 2 სხვადასხვა კონტეინერში, რომელთაგან ერთი მოათავსეს სინათლის პირობებში, მეორე - სიბნელეში.
მოსწავლეები ყოველდღიურად აკვირდებოდნენ ნათესის განვითარებას და ვარაუდებს გამოთქვამდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შედეგმა მოსწავლეები აღაფრთოვანა - სინათლის სიმცირის შედეგად ერთ კონტეინერში მოხდა მცენარეთა არანორმალური განვითარება. მცენარე ქლოროფილის განუვითარებლობის გამო გაწვრილებულია, გამაღლებული და გაყვითლებული. ასეთი მცენარეები მიდრეკილებას იჩენენ ინფექციური დაავადებებისადმი. ხოლო მეორე, სინათლის პირობებში მყოფი კონტეინერის მცენარეები, თავს შესანიშნავად გრძნობდნენ.
საბოლოოდ, მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ შედეგის გამოწვევის მიზეზებზე, შეადარეს მცენარეები და დასკვნები გამოიტანეს.
იხილეთ ფოტოები: