მასწავლებლის როლი განათლებული და ღირსეული თაობის აღზრდის საქმეში, რომ განუზომელია საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში კარგად იციან, შესაბამისად პედაგოგთა ღვაწლი დაფასებულია მათი პროფესიული მიღწევები კი წახალისებული.
17 ივნისს, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით, სკოლაში გაიმართა საგნობრივი კათედრების 2023-2024 სასწავლო წლის შემაჯამებელი გამოფენა.
გამოფენაზე გამოიფინა სხვადასხვა საგნებში მოსწავლეთა შექმნილი ნამუშევრები და შეჯამდა საგნობრივი კათედრების მუშაობა.
იხილეთ ფოტოები: