გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეები 2023-2024 სასწავლო წელს აქტიურად ერთვებოდნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივაში და შესაძლებლობეს ფართო საზოგადოებას აცნობდნენ.
ახალგაზრდები, წორედ ასე, დიდი შემართებით იყვნენ ჩართულნი ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“.
„დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დაწვავს ნაპერწკალი“- ამ დევიზით ვიარეთ ფინალამდე“, - ამბობენ ზერტის საჯარო სკოლის მე-7 კლასელები, ფინალურ ეტაპზეც დიდი მონდომებით იასპარეზეს.
ფინალი16 ივნისს თბილისში გაიმართა, სადაც გუნდი „ნაპერწკალი“, ასპარეზობდა, გუნდი შედგებოდა მე-7 კლასის მოსწავლეებისგან, ესენი გახლავთ: ქეთევან მაზანაშვილი, მარიამ ზუბიაშვილი, ვასილ მუნჯიშვილი, ლიზი ტერუნაშვილი და ზურიკო ელბაქიძე.
იხილეთ ფოტოები: