ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატში“ სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. პედაგოგებმა მოსწავლეებისთვის ხარისხიანი ცოდნის მისაცემად ყველაფერი გააკეთეს, შესაბამისად სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მეტად შემეცნებითი აქტივობებით. მასწავლებლები სხვადასხვა სასწავლო სტატეგიას მიმართავდნენ და მოსწავლეთა მოტივაციაზე ზრუნავდნენ.
მათ შორის აღსანიშნავია, III კლასის მოსწავლეთა ინგლისური ენის საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი, რომელსაც პედაგოგი თამარ თურქაძე ხელმძღვანელობდა.
22 მაისს, ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მე-3 კლასის მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაცია თემაზე - My favourite season.
მოსწავლეებმა შექმნეს დიორამები და ისაუბრეს მათი საყვარელი სეზონების შესახებ, უპასუხეს დასმულ შეკითხვებს. მათ შესანიშნავად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მრავალფეროვანი გაკვეთილები მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციასა და ცოდნის ხარისხზე დადებითად აისახება.
იხილეთ ფოტოები: