ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „პირიმზე“ აქტიურად ფუნქციონირებს. მისი წევრები სხვადასხვა კონკურსში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
ამჯერდაც, ანსამბლმა მორიგ დიდ წარმატებას მიაღწია. მან მეორე ადგილი „მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა 2024-ზე“ (ჟანრი - ხალხური სიმღერა) ღირსეულად დაიკავა.
ანსამბლის წევრებმა მუსიკალური შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს და დამსწრეს საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
მოსწავლეთა მიღწევით სასკოლო საზოგადოება ამაყობს და მათ მომავალში წარმატებებს უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტოები: