ფერმის საჯარო სკოლის დირექტორად სამეურვეო საბჭომ შახალ ისმაილოვი აირჩია
19-06-2024

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები ჩატარდა.

სამეურვეო საბჭომ დირექტორის უფლებამოსილება არსებულ ხელმძღვანელს - შახალ ისმაილოვს მიანიჭა. 

აღსანიშნავია, რომ ხელმძღვანელს წარმატებით აქვს ჩაბარებული დირექტორის გამოცდები, ახლა კი სამეურვეო საბჭოს წარუდგინა პროგრამა. 

სკოლაში საბჭოს გადაწყვეტილება ახარებთ და შახალ ისმაილოვს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ.

შეგახსენებთ, რომ სამეურვეო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

სამეურვეო საბჭო კი შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული ერთი წევრისგან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203