ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში ჭადარკის ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამის დასტურია მოსწავლეთა მიღწევებიც.
ამჯერად, სკოლა მე-2 ზ კლასის მოსწავლის ლილე სვანაძის მორიგ წარმატებას გვიზიარებს.
მან, „მერაბ მეტრეველის მემორიალი 2024-ზე“ ჭადრაკში, 9 წლამდე გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა და დამსახურებული თასი გადაეცა. მეორეკლასელმა სხარტი აზროვნება შესანიშნავად წარმოაჩინა.
სკოლაში მოსწავლეს მორიგ გამარჯვებას ულოცავენ და მომავალშიც დიდ წარმატებებს უსურვებენ.
მოსწავლის დამრიგებელი ლელა გაჩეჩილაძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: