ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ინიციატივებით იყო გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებოდნენ.
მათ შორის აღსანიშნავია, რომ VIII კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს კონფერენცია ფიზიკაში, თემაზე: „სითბური ძრავები და მათი გამოყენება“.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეებს შეძლებოდათ სითბური ძრავების დახასიათება, მოეხდინათ მათი კლასიფიკაცია და ემსჯელათ მათ გამოყენებაზე ტექნიკასა და ყოფა-ცხოვრებაში.
კონფერენციის ორგანიზატორი ანასტასია ბებურიშვილი გახლდათ.
იხილეთ ფოტოები: