ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ჭადრაკის სიყვარულს უღვივებენ. ბავშვებიც შესაბამისად, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა კონკურსში ერთვებიან, სადაც ბრწყინვალე შედეგებს დებენ.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა პირველკლასელი ალექსანდრე ცხოვრებაძე, რომელიც ჭადრაკის ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობდა. მან, „მერაბ მეტრეველის მემორიალი 2024-ზე“ ჭადრაკში, 7 წლამდე ჭაბუკთა შორის პირველი ადგილი დაიკავა და საჩუქრად დამსახურებული თასი გადაეცა.
სკოლაში მისით ამაყობენ და მომავალში წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ ალექსანდრეს მორიგ გამარჯვებას და მომავალშიც არაერთ წარმატებულ ასპარეზობას ვუსურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლის დამრიგებელი მარიკა ყურაშვილი გახლავთ.
იხილეთ ფოტო: