ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის მანძილზე ხორციელდებოდა საინტერესო პროექტები და იმართებოდა შემეცნებითი კონფერენციები.
5 ივნისს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროექტის ფარგლებში, X კლასის მოსწავლეებმა სკოლაში წარადგინეს საკლასო კონფერენცია, თემაზე - „არქიტექტურა, როგორც ხელოვნება“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონფერენციის მიზანი იყო მსოფლიოში წამყვანი არქიტექტორების, მათ მიერ შექმნილი შენობების, სხვადასხვა კულტურისთვის/ეპოქისთვის დამახასიათებელი არქიტექტურის, მწვანე არქიტექტურისა და სახალისო არქიტექტურის შესახებ საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარება.
კონფერენციის ბოლოს მოსწავლეებმა, დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს პროექტის დროს მათ მიერ შექმნილი ნამუშევრები და მაკეტები.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ორგანიზატორი მაია ახალკაციშვილი გახლდათ.
იხილეთ ფოტოები: