კლდის საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით, მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა 
19-06-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლის საზოგადოება ემზადება რიგით მეორე - 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსისათვის.

სკოლაში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის კამპანიის მხარდამჭერი არაერთი აქტივობა გაიმართა. მასწავლებლის როლის წარმოჩენის და დაფასების მიზნით, სასკოლო საზოგადოების მონაწილეობით 10 ივნისს ჩატარდა ღონისძიება თემაზე: წერილი მასწავლებელს და სახალისო გაკვეთილები.    

ღონისძიებაში ასევე აქტიურად  მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები, განსაკუთრებით მე-3 და მე-4 კლასები, მასწავლებლების: მადლენა ცუცქირიძის და ინგა ჩადუნელი ხელმძღვანელობით. მოსწავლეებმა პედაგოგებს ემოციური წერილები მიუძღვნეს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროცესი საყოველთაო ზეიმად იქცა სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ  სასკოლო საზოგადოება აქტიურად არის ჩართული მასწავლებელთა საქმიანობის დაფასების და პოპულარიზაციის საქმეში.

2023 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაწესდა მასწავლებლის ეროვნული დღე. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203