ნაბახტევის საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა ზღაპრული გამოსაშვები ღონისძიება 
19-06-2024

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დასრულდა.

სკოლაში, მე-4 კლასელების გამოსაშვები ღონისძიება - „დედაენა გაგვინათებს მკერდზე ციცინათელებს“ ჩატარდა. აღნიშნული კლასის დამრიგებელი ეკატერინე თედეშვილი გახლდათ.

თემატიკიდან გამომდინარე, იისფერად იყო მორთული გარემო, მოსწავლეებიც საზეიმოდ იყვნენ მოკაზმულნი. 

მე-4 კლასის მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, ცეკვები და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მათ ასევე „ღმერთი და ხელების“ მიხედვით სპექტაკლი გაითამაშეს (ავტორი: მარიამ ფაფაკერაშვილი, ანდრია ხარშილაძე).

მოსწავლეებმა როლები შესანიშნავად მოირგეს (ტატო მულაძე (უფალი), გოჩა მჭედლიძე და ბარბარე ნოზაძე ( ქართველები).

აღსანიშნავია, რომ პედაგოგმა - კატერინე თედეშვილმა მე-4 კლასელებს გაუხსნა ვარსკვლავი, მე-4 კლასის წარმატებით დასრულებისა და აქტიურობისთვის, როგორც სასაკოლო ისე არაფორმალურ ღონისძიებებში. 

მან, ასევე სკოლაში მიიწვია მომავალი პირველკლასელები. მასწავლებელი მათ დიდი სიყვარულით შეეგება და ახალი სასწავლო წლიდან წარმატებები უსურვა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო მუსიკის პედაგოგი მაია რიჟამაძე.

სასკოლო საზოგადოებამ მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს: ეკატერინე თედეშვილსა და მაია რიჟამაძეს ღონისძიებისთვის.

ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203