ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დატვირთული იყო საინტერესო გაკვეთილებითა თუ პროექტებით.
მათ შორის, აღსანიშნავია პროექტ-გაკვეთილი - „ვენის კლასიკოსები“.
პროექტ-გაკვეთილი 10 ივნისს, მუსიკის მასწავლებელმა ნატო ბეგაშვილმა ჩაატარა და მათში მონაწილეობდნენ VI-VII კლასების მოსწავლეები.
მოსწავლეებმა საფუძვლიანად შეისწავლეს ჰაიდნის, მოცარტისა და ბეთჰოვენის ბიოგრაფიები და სასკოლო საზოგადოების წინაშე საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გაკვეთილი ძალიან შინაარსიანი და სახალისო იყო, ბავშვებს გამოყენებული ჰქონდათ ვენის კლასიკოსების ნაწარმოების რიტმული მონახაზი, რომელიც საინტერესო იყო ჟანრული მრავალფეროვნებით.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგმა შექმნა სასწავლო-შემოქმედებითი გარემო, სახალისო აქტივობებმა კი მოსწავლეებში ინტერესი გააღვივა.
„ვუსურვებთ პედაგოგს მომავალში კვლავ დიდ წარმატებას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: