ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის წარმატებით დასრულება დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა.
სკოლაში, ორი კლასის (IV, IX) კომბინირებული ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება თემით - „მეცხრეკლასელების მშობლიური სკოლიდან გაცილება და მეოთხეკლასელის ანბანთგამომშვიდობება“ ძალიან ემოციური და საინტერესო იყო.
აღსანიშნავია, რომ სკოლა საბაზოა, ამიტომ მე-9 კლასის დასრულების შემდგომ მოსწავლეები სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში განაგრძობენ სწავლას. მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, პირველ პედაგოგს კი მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
ასევე ძალიან ემოციური იყო ეს დღე მე-4 კლასელისთვის, რომელიც პირველ პედაგოგს დაემშვიდობა.
„ღონისძიება ემოციურად სევდიანიც იყო და მხიარულიც“, - ასე აფასებენ აღნიშნულ დღეს სკოლაში.
ზეიმზე, ბავშვებმა მხიარული ნომრები წარადგინეს. მათ სკეტჩები გაითამაშეს, სიმღერები, ინსცენირებები, ლექსები, მასწავლებელთა პაროდიები შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
სასკოლო საზოგადოება მათი შემოქმედებითი უნარებით აღფრთოვანებული დარჩა.
სკოლაში თითოეულ მოსწავლეს ახალ ეტაპზე გადასვლას ულოცავენ და წარმატებებს უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: