„წარმოაჩინე საქართველოს მხარეები“ -  საინტერესო შემაჯამებელი ღონისძიება თლუღის საჯარო სკოლაში
19-06-2024

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლაში მთელი წლის მანძილზე მრავალფეროვანი, საინტერესო, შემეცნებითი და შემოქმედებითი გაკვეთილები იმართებოდა, ასეთივე ეფექტური გახლდათ შემაჯამებელი ღონისძიება საგანში - „ჩვენი საქართველო“. 

ღონისძიება - „წარმოაჩინე საქართველოს მხარეები“, პედაგოგის ფიქრია მუსერიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მე-5 კლასის მოსწავლეები: თეკლა
კობახიძე და ალექსანდრე გურაბანიძე. მათ შემოქმედებითად წარმოაჩინეს მიმდინარე
სასწავლო წელს შესწავლილი საქართველოს მხარეები: ქართლი, იმერეთი, სამეგრელო,
სვანეთი და აჭარა.

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების წინაშე წარადგინეს LEGOS ფიგურებით მოამზადებული ქართლისა და სამეგრელოს საცხოვრისის მაკეტები, იმერეთის კულტურის ძეგლები და შროშის თიხის ნაწარმი. სვანეთის შესახებ პოსტერი, სვანური კოშკის მაკეტი, აჭარული ცეკვა, პრეზენტაცია აჭარული თოფი მაჭახელას შესახებ, მეგრული სამზარეულოსთვის დამახასიათებელი კერძები.

მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს, თუ რა გავლენას ახდენს საქართველოს ცალკეული მხარეების ცხოვრებასა და ტრადიციბის ჩამოყალიბებაზე, გეოგრაფიული გარემო და კლიმატური პირობები. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მშობლებიც.

მე-7 კლასის მოსწავლემ გაბრიელ კობახიძემ გააკეთა პრეზენტაცია საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების შესახებ, კერძოდ ყურადღება გაამახვილა
დუხობორების შესახებ. ასევე წარადგინა მის მიერ მომზადებული დუხობორების
საცხოვრებელი სახლის მაკეტი. მოსწავლეებსა და მშობლებს გადაეცათ სერტიფიკატები.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203