„მუსიკალური აზროვნების საკითხები ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებაში“ -  ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პრეზენტაცია 
19-06-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი დატვირთული იყო საინტერესო ინიციატივებით, რომლებშიც მოსწავლეები ინტერესით მონაწილეობდნენ. 

7 ივნისს კი, სკოლაში ჩატარდა პროექტის - „კულტურული მემკვიდრეობის და ეროვნული იდენტობა“, პრეზენტაცია თემაზე - „მუსიკალური აზროვნების საკითხები ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებაში“.

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციას ხელმძღვანელობდნენ - მარინე თოდრია და გურანდა აბუსერიძე.

პრეზენტატორებმა წარმოაჩინეს, როგორ აღვიქვამთ ჩვენი ქვეყნის სახეს კულტურული მემკვიდრეობის მეშვეობით მუსიკით გამოხატულ სიყვარულს სამშობლოსადმი, ქართული მიწა-წყლისადმი, გააცნობიერეს კულტურის მნიშვნელოვანი როლი მდგრადი განვითარებისათვის.

მოსწავლეებმა ასევე დაამზადეს პოსტერები და ბუკლეტები, რომლებიც დაურიგეს დამსწრე საზოგადოებას. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203