თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე საბა მურადაშვილის მორიგი წარმატება კარატეში
06-06-2018
თერჯოლის N1 საჯარო სკოლის VI-ა კლასის მოსწავლემ საბა მურადაშვილმა თავის ძმასთან, ლუკასთან ერთად სკოლა ქართული ფოლკლორული სიმღერების სიყვარულითა და შესრულებით არაერთხელ გააოცა.
დღეს კი იგი მასწავლებლებს თუ მოსწავლეებს სპორტში მიღწევებით ახარებს.
კერძოდ, ქუთაისის 25-ე საიუბილეო ტრადიციულ ღია ტურნირზე კარატე დოში საბამ III ადგილი დაიკავა. იგი მედლითა და დიპლომით დაჯილდოვდა.
სკოლის დირექცია საბას წარმატებით ამაყობს და მას მეტ წარმატებას უსურვებს.