სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები ჩატარდა, სამეურვეო საბჭომ სასურველ კანდიდატს დაუჭირა მხარი.
საბჭოს გადაწყვეტილებით სკოლის დირექტორად მერაბ დარჯანია დაინიშნა, კანდიდატს სკოლამ ნდობა გამოუცხადა და წარმატება უსურვა პროფესიულ საქმიანობაში.
სკოლის პედკოლექტივი ულოცავს სკოლის ხელმძღვანელს დირექტორთა შესარჩევ კონკურსში ღირსეულ მონაწილეობასა და მიღწეულ წარმატებას.
„მრავალი წელი მხნეობითა და შემართებით ჩვენი სამშობლოს მომავალი თაობების ერთგულ მსახურად!“,- ამ სიტყვებით ულოცავენ დირექტორს არჩევნებში გამარჯვებას.