თბილისის N64 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ინტეგრირებული გაკვეთილი
19-06-2024

თბილისის N64 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებით იყო გაჯერებული.

მათ შორის გახლდათ ბუნებისმეტყველებისა და ქართული ენის/ლიტერატურის ინტეგრირებული გაკვეთილი, რომელიც სკოლის რუსული სექტორის მე-2 კლასში ჩატარდა, სადაც სსსმ მოსწავლე სწავლობს.

ბუნებისმეტყველების საგნის შემაჯამებელი გაკვეთილის თემა - „წელიწადის ოთხი დრო“ გახლდათ, რომელიც ჩატარდა სპეცმასწავლებლის და საგნის პედაგოგების თანასწავლების მეთოდით.

საბუნებისმეტყველო საგნის პედაგოგი ნანა გვარაძე გახლდათ. გაკვეთილის მიზანი იყო:

  • წელიწადის ოთხივე დროის მნიშვნელობის გაგება;
  • სეზონების მიხედვით ამინდის დახასიათება და შესაბამისი ჩაცმულობის შერჩევა;
  • დღე-ღამის ხანგრძლივობასა და დღესასწაულების შესახებ ინფორმაციების მოძიება.

ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგმა - ნაირა ფაშაევამ მოსწავლეებს წააკითხა ლექსები წელიწადის დროებზე. სპეცპედაგოგმა კი კლასი დაყო 4 ჯგუფად სეზონების მიხედვით.

მოსწავლეებს მიეწოდა ბავშვების დამზადებული დეტალები: ფიფქები, ფოთლები, ყვავილები, ხილის ფიგურები, ტოტები და სხვა.

თითოეულმა ჯგუფმა თავიანთი სეზონის მიხედვით ხის ტოტზე დაამაგრეს შესაბამისი მასალა და ასე შეიქმნა გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომის და ზამთრის ტოტები. შემდეგ მათ ეს ტოტები ჩაამაგრეს ერთ ქოთანში და მიიღეს ძალიან რამაზი კომპოზიცია. ბავშვებმა თავიანთ ნამუშევარს დაარქვეს „სეზონების ხე“. ბოლოს მთელმა კლასმა გადაიღეს სურათები თავიანთ ნამუშევართან ერთად.

გაკვეთილი გამოვიდა საინტერესო და სახალისო.

„გაკვეთილის მნიშვნელობა გახლდათ განვლილი მასალის განმეორება და ცოდნის განმტკიცება ბუნებისმეტყველების და ქართული ენის საგანში.

გაკვეთილის მეორე ნაწილში მოსწავლეებმა იმუშავეს გუნდურად. ისინი მუშაობდნენ ხალისით და ეხმარებოდნენ ერთმანეთს.

„ბავშვები მოტივირებული იყვნენ შეექმნათ ცალ-ცალკე და შემდეგ ერთი ლამაზი კომპოზიცია და მიზანსაც მიაღწიეს. ასევე განუვითარდათ ფანტაზია და ნატიფი მოტორიკა“, - გვიყვებიან სკოლაში.

გაკვეთილს ესწრებოდა რუსული სექტორის სასწავლო ნაწილის გამგე თეა გელაშვილი, ნანა გვარაძე, ნაირა ფაშაევი, მარინე მინაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203