ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებით იყო გაჯერებული, მათ შორის ეწყობოდა სპორტული ღონისძიებებიც.
აღსანიშნავია, რომ 17 ივნისს, სკოლაში სასწავლო წლის დასასრულს ჩატარდა სპორტული შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობამ ძალიან ხალისიანად ჩაიარა. პატარების მონდომება და ემოციები გადამდები იყო დამსწრე საზოგადოებისა და ჟიურის წევრებისთვის.
შეჯიბრის ბოლოს, ყველა მოსწავლე წარმატებული მონაწილეობისთვის სიგელით დაჯილდოვდა.
ღონისძიების კოორდინატორი ნათელა ნატმელაძე გახლდათ.
იხილეთ ფოტოები: