რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების 100 თანამშრომლისათვის აღმზრდელ-პედაგოგთა
პროფესიული
განვითარების
ტრენინგ-მოდულის
ჩატარების მიზნით ტენდერი გამოცხადა, აღნიშნული მომსახურებისთვის
კი 27
000 ლარი გამოყო.
დოკუმენტის მიხედვით, ტრენინგები 30 ივლისის ჩავთვლით უნდა ჩატარდეს. კურსის
ხანგრძლივობა 60-66
საათი იქნება; დღეში 6 სამუშაო საათი, ხოლო ტესტირება
არასამუშაო
დღეს
გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ პრეტენდენტს,
ასევე
ტრენერებს
(არანაკლებ
2 ტრენერი)
მასწავლებელთა
პროფესიული
განვითარების
ეროვნული
ცენტრის
დირექტორის
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით
შექმნილი
კომისიის
მიერ,
მინიჭებული
უნდა
ქონდეს
ტრენინგ-მოდულის
ჩატარების
უფლება.
აღნიშნული
გადამოწმებული
იქნება
შემსყიდველის
მიერ,
ცენტრის
ვებ-გვერდზე.
აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის
წარმატებით
გავლის
შემთხვევაში
მსმენელებზე
გაიცემა
ტრენინგ-მოდულის
სერტიფიკატი.