განძის N2 საჯარო სკოლას სასწავლო რესურსები გადაეცა
19-06-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი განძის N2 საჯარო სკოლა სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ პროექტში წარმატებით ერთვებოდა.

აღსანიშნავია, რომ სკოლამ მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „საგანგებო სიტუაციების მართვისა და პირველადი დახმარების შესახებ საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება“ ფარგლებში, ელექტროტექნიკა, ბანერი, პლაკატი და სხვა სასწავლო ნივთები მიიღო.

აღნიშნული მცირე საგრანტო კონკურსი სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა. 

პროექტის მიზანი იყო:

საზოგადოების ინფორმირება და სასკოლო დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა;

თემში პირველადი დახმარების ცოდნის ამაღლება და საგანგებო სიტუაციების დროს, პირველადი დახმარების სწორად აღმოჩენა. 

დაჯილდოების ცერემონიალს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი მაკა სუდაძე და მცირე გრანტების კოორდინატორი ფატი ალავიძე ესწრებოდნენ. მათ საჩუქრები გადასცეს  გამარჯვებულ სკოლას.

პროექტის ხელმძღვანელი და მენეჯერი იყო სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნეკტარ გარიბიანი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203